logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: შეთანხმებული მაქვს გითხრათ, რომ თავდაცვის მინისტრი ნოდარ ხადური იქნება
- +

29 ივლისი. 2016. 01:57



პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ  ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.


როგორც მან აღნიშნა, სხდომაზე მაჟორიტარობის ორ კანდიდატზე  იმსჯელეს, რომლებსაც გიორგი კვირიკაშვილი მცხეთა-მთანეთის რეგიონში 29 ივლისს წარადგენს.


გარდა ამისა, მისივე თქმით, გადაწყდა, რომ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის პროცესი დაჩქარდეს.


რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის კანდიდატურას, ბესელიას ინფორმაციით, პოლიტსაბჭოზე კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბრია არ ყოფილა, თუმცა ითქვა, რომ პრემიერი თინა ხიდაშელის შემცვლელის ვინაობას კანონით დადგენილ ვადებში დაასახელებს.


თუმცა, ნოდარ ხადურთან შევათანხმე, რომ მეთქვა - თავდაცვის მინისტრი ნოდარ ხადური იქნება",- იხუმრა ბესელიამ ჟურნალისტებთან.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner