ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, ფოთის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე ლიდერობს.
ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ბექა ვაჭარაძეს 60.05 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიგი უგულავას 39.95 პროცენტი.
ცესკო-ს მონაცემებით, ფოთში სულ 33 უბნიდან მონაცემები დათვლილია ცხრა (27.273%) უბანზე.