„მომავალი სამი წელი იქნება შესანიშნავი საფუძველი სტაბილურობისა და პოლიტიკური ერთიანობისთვის ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების განსახორციელებლად“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან ქარუმიძე „ფეისბუქში“ წერს.
„ახლა დროა! დაყოფა უნდა დასრულდეს! ჩვენ უნდა ვიფიქროთ უფრო მასშტაბურად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე! მომავალი სამი წელი იქნება შესანიშნავი საფუძველი სტაბილურობისა და პოლიტიკური ერთიანობისთვის ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების განსახორციელებლად. წინ, საქართველო!“, – აცხადებს ლევან ქარუმიძე „ტვიტერში“.