logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“: ჩვენ ერთად მივიყვანეთ გამარჯვება ბოლომდე
- +

31 ოქტომბერი. 2021. 02:57

 

 

 

 ჩვენ ერთად მივიყვანეთ გამარჯვება ბოლომდე“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვებას. 

 

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

 

ამ წუთებში ცესკო მონაცემებს ითვლის, თუმცა, გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, თითქმის ყველა ქალაქს „ქართული ოცნების“ კანდიდატები იგებენ.

 

ცესკომ თბილისში უბნების 93% დათვალა. ამ მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს და მისი კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელია მარცხდება.

 

ამ დროის [02:48] მონაცემები ასეთია:

 

კახა კალაძე - 55,542%

 

ნიკა მელია - 44,458%

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner