logo_geo
eng_logo
დღეს ბადრი პატარკაციშვილის დაბადების დღეა
- +

31 ოქტომბერი. 2021. 13:09

 

 

დღეს ბადრი პატარკაციშვილის დაბადების დღეა. ის „ტელეიმედის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენთა ფედერაციის ხელმძღვანელი, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე და ოლიმპიური ფონდის დამფუძნებელი იყო. მას დღეს 66 წელი შეუსრულდებოდა.

 

ბადრი პატარკაციშვილის სახელს უკავშირდება მრავალი საქველმოქმედო პროექტი. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი „ტელეიმედია“, ტელეკომპანია, რომელიც 2007 წელს დარბევის შემდეგ წაართვეს და მფლობელს მხოლოდ 2012 წელს დაუბრუნდა.

 

პატარკაციშვილი 2008 წლის 13 თებერვალს, 52 წლის ასაკში ლონდონში გარდაიცვალა. სკოტლანდ იარდის საბოლოო დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი გულის იშემიური დაავადება იყო.

 

2018 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერები გაავრცელა. ჩანაწერების მიხედვით, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ბიზნესმენის მკვლელობას გეგმავენ, მათ შორის, ცდილობენ, ბიზნესმენის დაცვის წევრის გადაბირებას.

 

ამ საქმის ფარგლებში, ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადებას ედავებიან. ამასთან, ჩანაწერების თანახმად, პატარკაციშვილის ლიკვიდაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული.

 

პროკურატურის განცხადების შემდეგ ბიზნესმენის ოჯახმა განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთებიდან დაწყებული, შემსრულებლებით დამთავრებული, ყველა უნდა დაისაჯოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner