logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ამომრჩეველმა ოპოზიციას, მათ მიერ რეფერენდუმად წოდებულ არჩევნებში წითელი ბარათი უჩვენა და პოლიტიკური მოედნიდან გააძევა
- +

31 ოქტომბერი. 2021. 13:41

 

 

„ცესკომ არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, მმართველი პარტიის გამარჯვება კითხვის ნიშნებს არ ტოვებს, „ქართულმა ოცნებამ“ კონკურენტულ და თავისუფალ არჩევნებში გაიმარჯვა“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

ჩიხელიძის თქმით, ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე ღიად საუბრობს, მაგრამ მათ არ აქვთ ფაქტები.

 

მისივე განმარტებით, ოპოზიციის აპელირება გაყალბების შესახებ უადგილოა და რეალობას არ ასახავს.

 

დავით ჩიხელიძე ოპოზიციას არჩევნების შედეგების აღიარებისკენ მოუწოდებს:

 

„ოპოზიციაზე კი რისი თქმა შეიძლება, აღნიშნულ არჩევნებს თვითონ რეფერენდუმი უწოდეს, მაგრამ პირველ ტურში წაგების შემდეგ ეს სიტყვა დაივიწყეს. რა თქმა უნდა, ეს არ იყო რეფერენდუმი, მაგრამ ოპოზიცია საკუთარი სიტყვების ტყვე გახდა და რეფერენდუმი მიიღეს. ამომრჩეველმა ოპოზიციას, მათ მიერ რეფერენდუმად წოდებულ არჩევნებში წითელი ბარათი უჩვენა და პოლიტიკური მოედნიდან გააძევა. დღეს ნიკანორ მელიამ მმართველ გუნდს მიმართა, რომ აღიარონ მარცხი. რადგან ეს ტრაგედია არ არის. ბატონო ნიკანორ, გეყოთ ვაჟკაცობა და თქვენ თვითონ აღიარეთ მარცხი, როგორც ბრძანებთ, ეს სულაც არ არის ტრაგედია, იმედს ვიტოვებ გეყოფათ გამბედაობა და ერთხელ მაინც მოიქცევით პოლიტიკოსივით.....

 

ოპოზიციის მხრიდან გვესმის საუბარი, რომ ისინი ბრძოლას გააგრძელებენ, მშვიდობიანი რევოლუციით იმუქრებიან, საქართველოში რევოლუცია არ მოხდება, ეს გამორიცხულია! ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე ღიად საუბრობს, მაგრამ მათ არ აქვთ ფაქტები, მოგეხსენებათ არჩევნებს უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებელი ესწრებოდა, მაგრამ ოლქებში საჩივრების მინიმალური რაოდენობა შევიდა, რაც არჩევნების მაღალ ლეგიტიმაციას და მის ხარვეზების გარეშე ჩატარებას ნიშნავს. ოპოზიციის აპელირება გაყალბების შესახებ უადგილოა და რეალობას არ ასახავს. მოვუწოდებ თითოეულ მხარეს პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას და არჩევნების შედეგები აღიარონ!“ - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner