logo_geo
eng_logo
გოგა გულორდავა: მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლიურ ქალაქს, რაიონს, თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია
- +

31 ოქტომბერი. 2021. 15:35

 

 

გოგა გულორდავამ თავის მხარდამჭერებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა:

 

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლიურ ქალაქს, რაიონს, თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, თანადგომა გამომიცხადა და ამ წლების მანძილზე ერთგულად იბრძოდა ჩემი და ჩვენი გუნდის გვერდით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წალენჯიხის მერობის კანდიდატმა გოგა გულორდავამ განაცხადა.

 

„ჩვენ შევქმენით განვითარების ის სქემა, რომელიც წალენჯიხის კეთილდღეობის ხარისხზე ნათლად აისახა.

წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. ვიმედოვნებ, რომ მისი დღის წესრიგი მისი პარტიისგან განსხვავებით, საქმეზე ორიენტირებული იქნება და თავის მანდატს წალენჯიხას მოახმარს.“- განაცხადა გოგა გულორდავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner