დუისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელდარ ბაღაკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მალხაზ მაჩალიკაშვილი სოლიდური უპირატესობით დაამარცხა.
დუისის მე-5 საარჩევნო უბანზე „ქართულმა ოცნებამ“ 341 ხმა მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 184 ხმა; 26-ე საარჩევნო უბანზე - „ქართული ოცნება“ - 338 ხმა, „ნაციონალური მოძრაობა“ - 240 ხმა.
ჯამში დუისში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 679 ხმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი - 424 ხმა.