logo_geo
eng_logo
ოპერის თეატრის გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღადგინეს
- +

29 ივლისი. 2016. 10:43



ოპერის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის მიერ გათავისუფლებული ოთხი თანამშრომელი სამსახურში აღადგინეს.



აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს" ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში დაუდასტურეს.

მათი განმარტებით, სამსახურში აღდგენილი არიან გუნდის მსახიობები იამზე გურჩიანი, ნინო გოგინაშვილი და გოჩა გაბიძაშვილი, ასევე სამხატვრო ადმინისტრაციის უფროსი ეკატერინე გელაშვილი, რომელიც კინწურაშვილმა მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტამდე რამდენიმე საათით ადრე გაათავისუფლა.


კინწურაშვილმა თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზად შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა დაასახელა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner