„ევროპელი ელჩები მკაფიოდ ეუბნებიან რადიკალურ ოპოზიციას, რომ ჩაერთონ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესებში", - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერ.
„ევროკავშირის წარმომადგენლობა და ევროპელი ელჩები მკაფიოდ ეუბნებიან რადიკალურ ოპოზიციას, რომ ჩაერთონ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესებში. აწი აზრი არ აქვს „ლელოს“ ხაზარაძე იქნება დეპუტატი თუ არა დეპუტატი და რამდენ საპროტესტო პერფორმანსს ჩაატარებენ პატიმარი სააკაშვილის მიმდევრები.
არჩევნები ლეგიტიმურია და ყველა დავა, პრეტენზია უნდა გადაწყდეს სასამართლოს მეშვეობით და არა ქუჩაში სირბილით“, - წერს გია აბაშიძე.
ევროკავშირმა განცხადება გაავრცელა სადაც ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურია შეფასებული. ორგანიზაცია ოპოზიციას პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებს.