logo_geo
eng_logo
არჩილ ჩიქოვანი: ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვეთ
- +

31 ოქტომბერი. 2021. 22:51

 

 

ცესკოს მონაცემებით, ბათუმში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა - არჩილ ჩიქოვანი ზღვისპირა ქალაქს უკეთეს მომავალს ჰპირდება.

 

"საარჩევნო დღემ მშვიდობიან გარემოში ჩაიარა. რაიმე ტიპის არსებითი დარღვევები არ დაფიქსირებულა. ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვეთ, მიუხედავად ძალიან მძიმე და სიძულვილის ენით გაჯერებული ორივე ტურისა, რომელიც პიროვნულად ჩემს მიმართ დისკრედიტაციითა და ფეიკ ნიუსებით იყო გაჯერებული. მე მინდა მადლობა გადავუხადო იმ 77 000 ამომრჩეველს, რომელმაც არჩევანი დააფიქსირა,"- აცხადებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner