ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.შ
„რამხელა ფუნაში ჩააბიჯეს ფეხი 7 ნოებრის გამო?!
აკი დანაშაულები და გადაცდომები არ ჩაგვიდენიაო?!
თუმცა, ზოგიერთმა ნაციონალმა თქვა, არ გვაკომპლექსებს 7 ნოემბერიო.
თქვენ რა დაგამომპლექსებთ. კომპლექსი ხომ სირცხვილის ერთგვარი გამოვლინებაა?! სად თქვენ და სად სირცხვილი?!
„დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის" მილოცვაც გაუგზავნეთ კრემლს.
ზოგიერთ კეკლუც ოპოზიციონერს "გაუტყდა" 7 ნოემბრის დასახელება აქციის დღედ. ჰოდა, გაემიჯვნეთ ნაცმოძრაობას და იფიქრეთ საკუთარ ხვალინდელ დღეზე“, - წერს სალუქვაძე.
ინფორმაციისთვის, გიორგი ბარამიძემ დღეს განაცხადა: „ის ფაქტი, რომ ადრე 7 ნოემბერი მოხდა, არ გვაკომპლექსებს“.