საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებას გამოეხმაურა.
„7 ნოემბერი რომ არ გაკომპლექსებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს, სწორედ ამიტომ ხართ წარსული და ვეღარასოდეს განსაზღვრავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს“, - აცხადებს ოხანაშვილი.
ინფორმაციისთვის, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი წარსული ახსოვს. ბარამიძემ 7 ნოემბერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაც მაშინ მოხდა, არ აკომპლექსებთ. პოლიტიკა