logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: 7 ნოემბერს აქციის გამართვის გადადებით „ნაციონალური მოძრაობა“ იმ ტვირთს თავიდან ვერ მოიცილებს, რომელიც მას აწევს
- +

1 ნოემბერი. 2021. 12:39

 

 

„7 ნოემბერს აქციის გამართვის გადადებით „ნაციონალური მოძრაობა“ იმ ტვირთს თავიდან ვერ მოიცილებს, რომელიც მას აწევს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„ძალიან ცინიკური და ირონიულია ეს, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისგან გაკეთებული სხვა განცხადებები. 7 ნოემბერს აქციის გამართვის გადადება მათი მხრიდან ალბათ, ლოგიკური ნაბიჯი იყო. თუმცა, ამით ისინი იმ ტვირთს თავიდან ვერ მოიცილებენ, რომელიც მათ აწევთ“, - განაცხადა წილოსანმა.

 

ოპოზიციამ 7 ნოემბერს აქცია ჯერ დააანონსა, შემდეგ კი გადაიფიქრა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ ოპოზიცია კვირას, 7 ნოემბერს საპროტესტო აქციას გამართავს. 7 ნოემბრის აქცია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დააანონსა ექსპრეზიდენტმა და ამჟამად პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმაც, თუმცა მისი პოსტი ახლა აღარ იძებნება.

 

7 ნოემბრის აქციის ანონსს მალევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი, მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელმაც განაცხადა, რომ „7 ნოემბერს აქცია არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს“. ელენე ხოშტარიას კომენტარი გაავრცელა „ტაბულამაც“, სადაც ხოშტარია ამბობს: „აქცია 7 ნოემბერს არ იქნება, შეგვეშალა“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner