logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: EBRD -ის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური გარდაქმნებისა და ევროპული მისწრაფებების გზაზე
- +

1 ნოემბერი. 2021. 15:26

 

 

 

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია  საქართველოს ეკონომიკური გარდაქმნებისა და ევროპული მისწრაფებების გზაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერში“ წერს.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით საქართველომ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა და ასობით პროექტი განახორციელა 4 მილიარდი ევროს ოდენობის პორტფელის ფარგლებში.

 

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციის ფარგლებში ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოსთან. EBRD-ის დახმარებით, საქართველომ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა და ასობით პროექტი  განახორციელა 4 მილიარდი ევროს ოდენობის პორტფელის ფარგლებში.

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია  საქართველოს ეკონომიკური გარდაქმნებისა და ევროპული მისწრაფებების გზაზე”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner