logo_geo
eng_logo
NDI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 17 პროცენტი „ქართული ოცნებას“, 13 პროცენტი „ნაციონალური მოძრაობას“ მისცემს ხმას
- +

29 ივლისი. 2016. 11:26



ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვების მიხედვით, კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტია მისცემდით ხმას, „ქართულ ოცნებას" 17% აქვს.


გამოკითხულთა 13% ხმას „ნაციონალურ მოძრაობას" მისცემდა, „ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის" - 4%, „პატრიოტთა ალიანსი" -  3%.


გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს გამოკითხულთა 38%-ს, სხვა პოლიტიკური გაერთიანებები  - 7%. ხოლო კითხვაზე პასუხი არ გასცა 14%-მა, არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას გამოკითხულთა 5%.


კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner