logo_geo
eng_logo
ანტონიო გუტერეში: ან კლიმატის ცვლილებას შევაჩერებთ, ან ის შეგვაჩერებს ჩვენ
- +

1 ნოემბერი. 2021. 19:19

 

 

„ან კლიმატის ცვლილებას შევაჩერებთ, ან ის შეგვაჩერებს ჩვენ“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა კლიმატის ცვლილების საკითხზე გლაზგოში მიმდინარე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

 

„სირენების ხმა ისმის. ჩვენი პლანეტა რაღაცას გვეუბნება. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ამას. უნდა ვიმოქმედოთ და გონივრული არჩევანი გავაკეთოთ. ავირჩიოთ ამბიცია. ავირჩიოთ სოლიდარობა. ავირჩიოთ ჩვენი მომავლის დაცვა და კაცობრიობის გადარჩენა“, - აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.

 

გაეროს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ კლიმატის თაობაზე განვითარებადი ქვეყნების მხარდასაჭერად ყოველწლიურად 100 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსება რეალობა უნდა გახდეს.

 

შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში, დღეს კლიმატთან დაკავშირებული სამიტი (COP26) მიმდინარეობს, რომელშიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner