logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მარკ რუტესთან შეხვედრაზე საქართველოსა და ნიდერლანდების ურთიერთობების საკითხები და საქართველოს სუვერენიტეტის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ნიდერლანდების მხარდაჭერის მნიშვნელობა განვიხილეთ
- +

1 ნოემბერი. 2021. 21:25

 

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

 

მთავრობის მეთაური წერს, რომ ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრთან საქართველოსა და ნიდერლანდების ურთიერთობების საკითხები და საქართველოს სუვერენიტეტის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ნიდერლანდების მხარდაჭერის მნიშვნელობა განიხილა.

 

„ნაყოფიერი საუბარი მქონდა ჩემს კოლეგა მარკ რუტესთან. განვიხილეთ საქართველო-ნიდერლანდების ურთიერთობების საკითხები, ჩვენი სუვერენიტეტის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ნიდერლანდების მხარდაჭერის მნიშვნელობა. გამოვთქვით გლობალური და რეგიონული მასშტაბის საკითხების გადაჭრის მიზნით ჩვენი პარტნიორობის სფეროთა დივერსიფიკაციის იმედი “, - წერს პრემიერ-მინისტრი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner