logo_geo
eng_logo
გოგი მეშველიანმა დმანისის ახლად არჩეული მერი თანამშრომლებს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად წარუდგინა
- +

1 ნოემბერი. 2021. 22:53

 

 

 

დმანისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

ის,  თანამშრომლებს  საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,  დმანისის თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად  წარუდგინა.

მაჟორიტარმა , ახლად არჩეულ მერს წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ კობა მურადაშვილი ბევრ მნიშვნელოვან პროექტის განახორციელებას შეძლებს.

 

„მინდა კობას, კიდევ ერთხელ მივულოცო ღირსეული გამარჯვება და წარმატებები ვუსურვო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის  მომდევნო ოთხი წლის მანძილზე  შეძლებს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner