სამხედრო ექიმი ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ვაიმე, ახლა ვნახე ვასიკო ოდიშვილთან, მელია რომ დარბის წითელი მაიკით ყურებში ნაუშნიკებ გარჭობილი ამერიკაში და მერე გამახსენდა, კახი როგორ დარბოდა მილანში სან-სიროზე. აი, „პროსტა“ ყველაფერი რომ განზე გადადო, პოლიტიკაც, გაკეთებული და გაუკეთებელი საქმეებიც რომ მიაწყო გვერდზე და მარტო ეს ორი სირბილი შეადარო, აი, კარგით რაა...
მერაბ კოსტავას სულს ვერც ვაკადრებ, ახლა აქ შევადარო მისი შიმშილობა იმ საცოდავი პამპულას შოუდქცეულ ჭირვეულობას.
დროზე მორჩეს ერთი ეს საგიჟეთი და გააგრძელოს ამ კარგმა ბიჭმა თავისი საქმიანობა წყნარად!
მე მიყვარს ჩემი ქალაქი და პატივს ვცემ კახის!“ - წერს ნინო ახობაძე.