logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი დიდი ხანიც იცოცხლებს და კარგადაც იქნება - ეს ასეც უნდა იყოს
- +

3 ნოემბერი. 2021. 15:44

 

 

„მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანიც იცოცხლებს და კარგადაც იქნება - ეს ასეც უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში არც ვიფიქრებდი მსგავსი სიტყვების თქმას. ამის საფუძველს მე ისიც მაძლევს, რომ დღეს ის კარგად არის. 40 დღე ადამიანი რომ იშიმშილებს და კარგად იქნება, ესე იგი სხვა რაღაცაშია საქმე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„რაც შეეხება ლექსიკას, მეორე მხრიდან მოდის ზიზღისა და სიძულვილის ენა, ტყუილები, ყოველდღიური ამორალური „ფეიკები“, ხოლო თქვენ მოგვიწოდებთ, რომ სიყვარულით ვილაპარაკოთ ჯალათური რეჟიმის შემოქმედებზე. ადამიანები მაშინ კვდებოდნენ მათი შეკვეთით, ქალებსა და კაცებს აუპატიურებდნენ მათი შეკვეთით, ეს კადრები ხომ ყველას ნანახი აქვს? ახლა მოგვიწოდებთ, რომ პატივისცემით ვილაპარაკოთ ამის შემოქმედებზე? ასე არ გამოვა, მაგრამ ვილაპარაკებთ სიმართლეს და გთხოვთ, ნუ იკადრებთ და ამას პირიქით ნუ შეატრიალებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner