logo_geo
eng_logo
შალვა ხუციშვილი პრეზიდენტის სიძეზე: ნასამართლობის ცნობის დაჩქარებულად გაცემა არ ხდება, როცა პირი მრავალჯერ ნასამართლევია
- +

29 ივლისი. 2016. 13:12


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მომსახურების სააგენტო დაჩქარებულ ვადაში არ გასცემს ნასამართლობის ცნობას, არის ის, როდესაც პირი მრავალჯერ ნასამართლევია.




„ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მომსახურების სააგენტო დაჩქარებულ ვადაში არ გასცემს ნასამართლობის ცნობას, არის ის, როდესაც პირი მრავალჯერ ნასამართლევია და ყველა განაჩენი არ არის ადგილზე იმისთვის, რომ დაითვალონ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაქარწყლებულია ნასამართლობა თუ არა", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

 

შალვა ხუციშვილის თქმით, აღნიშნული პირის მიმართ არსებობს რამდენიმე განაჩენი, ყველა მათგანი უნდა შეიკრიბოს, სასამართლოდან შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნოს, რომ მოხდეს ნასამართლობის გაქარწყლების გამოთვლა.


რაც შეეხება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის დარღვევას, შალვა ხუციშვილის განცხადებით, შსს-მ გარკვეული კატეგორიის გარკვეული მონაცემები გაავრცელა, თუმცა ისინი გავრცელდა დეპერსონიფიცირებულად.


„ერთადერთი პრეტენზია იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე. მინდა გითხრათ, რომ შსს-მ გარკვეული კატეგორიის გარკვეული მონაცემები გაავრცელა, თუმცა ისინი გავრცელდა დეპერსონიფიცირებულად, ანუ სახელი და გვარი მითითებული იყო ინიციალებით, ისე, რომ ამ პირის ამოცნობა არ ყოფილიყო შესაძლებელი. კერძოდ, სახელი იყო მითითებული, მაგრამ გვარი არ იყო", - განაცხადა ხუციშვილმა.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭურთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების გამო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.

მისივე თქმით, მეორე კანონდარღვევაა ის, რომ გოგოჭური ნასამართლობის შესახებ ცნობას ითხოვს, რომელსაც ამ დრომდე ვერ იღებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner