„ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი უცვლელია - არა და არასოდეს!“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე განაცხადა.
„ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშუალობის მსხვერპლის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფილობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლას მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას. ამის მიუხედავად, მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესისა. ის უნდა იყოს მიჩვენული განსაკუთრებულ პატიმრად, ეს მოთიხოვს პენიტენციური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღბას. ყველა ზომების მიღბას, რათა ჯანმრთლობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს საჭიროებს მაქსიმალურ გამჭვირვალეობას და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძმების ნიშნებისთანავე. ამ საკითხს მე არ დავუბრუნდები”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.