logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ვეწინააღმდეგები და მიუღებლად მიმაჩნია, დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვასა და ნებისმიერ ჩაკეტვას
- +

3 ნოემბერი. 2021. 22:37

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისთვის მიუღებელია და ეწინააღმდეგება ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვასა და ნებისმიერ ჩაკეტვას.

 

როგორც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვა და ჩაკეტვა, დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას.

 

„ვეწინააღმდეგები და მიუღებლად მიმაჩნია, რომ დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვასა და ნებისმიერ ჩაკეტვას, მიუღებელია ვინაიდან და რადგანაც ეს დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და პირველ რიგში მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ისედაც იმყოფება უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner