logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძის თქმით, აუცრელი პირების ფასიანი მკურნალობის იდეა ვერ განხორციელდება
- +

4 ნოემბერი. 2021. 14:47

 

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ეპიდვითარებასთან დაკავშირებულ ინიციატივებს გამოეხმაურა.

 

„აუცრელი პირების ფასიანი მკურნალობის იდეა ვერ განხორციელდება იმიტომ, რომ ამას დასჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები. სხვა ყველა პუნქტში პრეზიდენტს აბსოლუტურად ვეთანხმები. დღეს მეც გადავუხადე ამისთვის მადლობა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 3 ნოემბერს მთავრობას რეკომენდაციებით მიმართა: რისკ-ჯგუფებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს, საჯარო სივრცეებში შესვლისთვის კოვიდ-პასპორტის შემოტანა დაწესდეს, აუცრელი ადამიანებისთვის კი მკურნალობა ფასიანი გახდეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner