ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში არ არსებობს ისეთი მიზეზი, რამაც შეიძლება კერძო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა წარმოშვას.
„ხალხი, რომელიც ხელაღებით იყოს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, რეალურად არასდროს საუბრობს იმაზე, ახერხებს თუ არა პენიტენციური სამსახური ასეთი პაციენტების მოვლას. ამიტომ კარგია, რომ იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციური სამსახური და ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან კარგად ხვდებიან, თუ რა არის ნამდვილი კრიტერიუმი. არავითარი კითხვის ნიშანი რომ არ გაჩნდეს საზოგადოებისთვის, ეს ყველაფერი შემოწმდა და ითქვა, რომ ურგენტული საჭიროების შემთხვევაში ყველაფრის მიწოდება უზრუნველყოფილია პენიტენციური სისტემის შიგნით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კერძო კლინიკაში გადაყვანის საჭიროება უბრალოდ არ არსებობს.“- ამბობს სარჯველაძე.