logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: საქართველო არის დემოკრატიული სამყაროს განუყოფელი ნაწილი
- +

5 ნოემბერი. 2021. 21:20

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ჯო ბაიდენის ორგანიზებით დაგეგმილ ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიპატიჟება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველო არის დემოკრატიული სამყაროს განუყოფელი ნაწილი.

 

მისივე თქმით, აღნიშნულ სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილის მიწვევა ასევე ნიშნავს იმას, რომ საქართველო აშშ-ს სანდო და საიმედო პარტნიორი რეგიონში.

 

„მივესალმებით აშშ-ს პრეზიდენტის ამ ინიციატივას. ფაქტი, რომ საქართველო არის ამ სამიტის მონაწილე და მიპატიჟებული, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველო არის დემოკრატიული სამყაროს განუყოფელი ნაწილი. ჩვენ მივიღებთ უმაღლეს დონეზე ამ სამიტში მონაწილეობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქნება წარმოდგენილი და ის გააკეთებს შესაბამის განცხადებებს, ასევე იმ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოსთან თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებით თანამშრომლობა, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების კუთხითაც, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვართ აშშ-ს სანდო და საიმედო პარტნიორი რეგიონში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner