logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ოპონენტებს მივმართე, საინტერესო წინადადება თუ ექნებოდათ თბილისთან დაკავშირებით, თანამშრომლობისთვის მზად ვიყავი და მზად ვარ ახლაც
- +

5 ნოემბერი. 2021. 23:26

 

 

„საარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება კონსტრუქციული, თუმცა საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არის სხვა პარტიის წარმომადგენელი შემოსული და მზად ვართ თანამშრომლობისთვის, ერთად ვიმუშაოთ ქალაქის საკეთილდღეოდ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

„თბილისთან დაკავშირებით, პროექტების, ბიუჯეტის საკითხებთან დაკავშირებით, ნებისმიერ თემაზე შეიძლება თანამშრომლობა. პირველი არჩევნების შემდეგ, 2017 წლის შემდეგ ჩემს ოპონენტებს მივმართე, თუ რაიმე საინტერესო წინადადება, ხედვა ექნებათ თბილისთან დაკავშირებით, რისი გაკეთება შეიძლება ქალაქისთვის, მზად ვიყავი ამ ყველაფრისთვის და მზად ვარ ახლაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner