logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არის საკმაოდ არეული თავის გეგმებში და ამის ერთ-ერთი გამოხატულება არის ის, რომ ჯერ თქვეს რომ გეგმავდნენ მანდატების შეწყვეტას, შემდეგ უარყვეს საკუთარი გადაწყვეტილება
- +

7 ნოემბერი. 2021. 22:12

 

 

„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არის საკმაოდ არეული თავის გადაწყვეტილებებსა და გეგმებში და ამის ერთ-ერთი გამოხატულება არის ის, რომ ჯერ თქვეს რომ გეგმავდნენ მანდატების შეწყვეტას, შემდეგ უარყვეს საკუთარი გადაწყვეტილება. ეს მეტყველებს იმაზე რომ მათ არ აქვთ ჩამოყალიბებული რეალურად რა სურს“, - ასე შეაფასა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ნაწილის განცხადებები საპარლამენტო მანდატების დატოვების შესახებ.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პარლამენტში მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით ორი განცხადებაა შესული, მიმართვის შემთხვევაში კი დეპუტატები სხვა კოლეგების განცხადებებს დააკმაყოფილებენ. კობახიძე ამას იმით ხსნის, რომ ახლა რადიკალურ ოპოზიციას კრიზისის შექმნის რესურსი არ აქვს.

 

„ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ ეს ძალები საერთოდ არ იყვნენ დაინტერესებულები არჩევნებით. მათ გათვლა ჰქონდათ არჩევნების შემდეგ დღეებზე და ეს მანდატის უარყოფაც არის ამის გაგრძელება. რეალურად, მათთვის მთავარი არის მიხეილ სააკაშვილი - მათი ბელადი, რომელიც ახლა არის ციხეში. მათ არ აინტერესებთ არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, ამ ინსტიტუტებში მუშაობა. ეს აჩვენებს მათ დღის წესრიგს. მათი დღის წესრიგი არის დესტრუქციული და ამ დღის წესრიგში, ბუნებრივია, არ ჯდება მუშაობა ისეთ ინსტიტუტებში, რომლებიც განასახიერებენ სახელმწიფოს“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner