logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე სააკაშვილზე: როცა ქვეყნის აყირავებს ცდილობ, სიცრუეზე დაფუძნებით, უნდა იცოდე, რომ პასუხს მიიღებ - გასაჯაროვდა სიმართლე
- +

8 ნოემბერი. 2021. 00:24

 

 

„ამ 40 დღეში მეორედ თუ მესამედ იძლევა დაპირებას, აღარაფერს მივიღებო. ამჯერადაც დაარღვევს. დაარღვიოს. ჩემთვის არაა საინტერესო“, - წერს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მიხეილ სააკაშვილის მისამართით სოციალურ ქსელში.

 

„ინტერვიუებშიც ვთქვი, აქაც დავწერე, რომ არ მიყვარს პატიმრებზე საუბარი, მით უმეტეს, მათი ქილიკი. არც ახლა ვქილიკობ.

სულაც არაა საინტერესო სააკაშვილის რაციონზე საუბარი, მაგრამ:

  1. როცა ქვეყნის აყირავებს ცდილობ, სიცრუეზე დაფუძნებით, უნდა იცოდე, რომ პასუხს მიიღებ. ჰოდა გასაჯაროვდა სიმართლე.
  2. სიბნელეა, როცა ამ სურსათზე ასახულ სურსათზე ამბობ შიმშილობის პროტოკოლში შედისო. მაღალი ხარისხის საკვებია, რომლებიც ჩვილი ბავშვებისთვის გამოიყენება. წაიკითხეთ შემადგენლობა.
  3. ცალკე თემაა, პუტინის დავალებით კლავენო, აწამებენო. წამების ან შიმშილობით დასუსტებულის კვალი ვერ დავინახე, ხოლო პუტინის ქვეყნის ძვირადღირებული საბავშვო პიურეები ვიხილეთ.
  4. ამ 40 დღეში მეორედ თუ მესამედ იძლევა დაპირებას, აღარაფერს მივიღებო. ამჯერადაც დაარღვევს. დაარღვიოს. ჩემთვის არაა საინტერესო.
  5. გუშინ თავად ითხოვდნენ, კადრები თუ გაქვთ გამოაქვეყნეთო. როცა იმ ფონზე, როცა საერთაშორისო საზოგადოებას, მ.შ. უკრაინას ეუბნებით კვდებაო, კლავენო, აწამებენო, ჰოდა, როცა ვიდეო გამოგიქვეყნეს, აღშოფთდით. ალბათ, უფრო აგეწვათ.
  6. ასევე ერთ-ერთი ტელევიზიის წამყვანი მოითხოვდა სააკაშვილისგან, ლუკმაც რომ შეჭამო, პოლიტიკური გვამი გახდებიო. ე.ი. თქვენ გჭირდებათ მისგან მსხვერპლის გაღება. ისიც აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ასევე ვიღაცამ დააიმედა შემოპარულიყო. შესაბამისად, თქვენ გასწირეთ.
  7. ადრე დავწერე და გავიმეორებ, ყველა მსჯავრზე და ბრალზე რომ იდაოთ, ვინც საზღვრის უკანონო კვეთა გააბედინეთ, განზრახ გასწირეთ, თუ უნებლიეთ, თქვენ იფიქრეთ. ამ დანაშაულს ვერც სტრასბურგი უშველის და ვერც დასავლეთი.
  8. თქვენს დროს ციხეებთან ვინმეს აქცია რომ მოეწყო, გზა გადაეკეტა, სისხლში აბანავებდით. ხომ იცით, რომ საპატიმრო დაწესებულების, სამხედრო ნაწილების და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების გზების გადაკეტვა არ შეიძლება?
  9. არ შეიძლება პოლიტიკური პროტესტის ერთ-ერთი მწვავე ფორმა, კლოუნადად აქციოთ და ხალხს რევოლუციის საბაბად მოახვიოთ თავზე.
  10. გიმტყუნათ კუმირმა. მიიღეთ ეს დარტყმა. თქვენ თუ დაასრულებთ თემას, ხალხიც დაივიწყებს. აღარაა საინტერესო ბავშვთა კალორიული საკვების, საქონლის ღვიძლით, საქონლის ხორცით, ბოსტნეულით, ცხიმებით, ხახვით, კარტოფილით, სტაფილოთი, ნაღებით, ზეთით, ბრინჯით და კრახმალით გაკეთებული პიურეს მირთმევა, შიმშილობად გვიმტკიცოთ. შეხედეთ შემადგენლობას“, - წერს სალუქვაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner