logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ვწუხვარ, რომ ელენე ხოშტარია შიმშილობს, როგორც პოლიტიკოსი, არასწორ ფორმატში მოღვაწეობს
- +

8 ნოემბერი. 2021. 18:07

 

„მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

„მას აქვს ყველა პირობა, რომ მის პრობლემებს, თუ ასეთი წამოიშვება, პენიტენციური სისტემის ჯანდაცვამ მიხედოს. თუ ის ვერ დააკმაყოფულებს, ამ შემთხვევაში განხილული იქნება, მისი კონტრაქტორ კლინიკაში გადაყვანა. თუ ვერც კონტრაქტორი კლინიკა ვერ დააკმაყოფილებს, შესაბამისად განხილული იქნება ვითარება.

 

ზუსტად ერთი თვეა, ყოველდღიურად საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რაც რეალობას არ შეესაბამება. სააკაშვილის და არც ერთი სხვა მძიმე თუ მსუბუქი დანაშაულის ჩამდენი პატიმრის ჯანმრთელობის შერყევა არც სახელწიფოს ინტერესებშია და არც ამ სახელმწიფოს ხელწერას არ შეესაბამება“,- განაცხადა ვოლსკიმ.

 

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, წუხს, რომ ელენე ხოშტარია შიმშილობს.

 

„რაც შეეხება ხოშტარიას, ძალიან ვწუხვარ, რომ ელენე ხოშტარია შიმშილობს. შვილების დედაა, პოლიტიკოსია და ადამიანი, რომლსაც პირადად დიდი ხანია, ვიცნობ. ამ ქვეყნისთვის რაღაც გაუკეთებია, მაგრამ ჩემი აზრით, როგორც პოლიტიკოსი, არასწორ ფორმატში მოღვაწეობს. მისი მხარდაჭერა „ნაცმოძრაობისთვის“ არაფერს არ წარმოადგენს, თუ არა უბრალო ანტურაჟს. გარდა იმისა, რომ ქვეყნისთვის ცუდს აკეთებს, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ინტერესს ატარებს,- განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner