logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ექსპერტებს შეხვდა
- +

8 ნოემბერი. 2021. 20:10

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებსა და მოწვეულ ექსპერტებს შეხვდა. მხარეებმა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო უფლებამოსილების გაძლიერების მხარდაჭერის შესაძლებლობაზე ისაუბრეს. მიხეილ სარჯველაძემ სტუმრებს კომიტეტის მიერ საზედამხედველო ინსტრუმენტების გამოყენების არსებული პრაქტიკა და ამ მიმართულებით გაუმჯობესების რესურსის ხედვა გააცნო.

 

NDI-ის მიმდინარე პროგრამის „ანგარიშვალდებული და ინკლუზიური სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, მოწვეული ექსპერტები, თამარ ჩუგოშვილი და კენ მაკინტოში იმუშავებენ დამხმარე სახელმძღვანელოს შემუშავებაზე, რომლის მიზანია საქართველოს პარლამენტის ხელშეწყობა ზედამხედველობის მანდატით გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგის პროცესში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner