„გამოვიდა დღეს ექიმი ყიფშიძე და სინუსიტი აქვს, ამ დაწესებულებაში როგორ ვუმკურნალოთო?!
ნახევარ ციხეს ექნება სინუსიტი, ჰაიმორიტი, რინიტი...“, - დაწერა 6 ნოემბერს ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
„არ იცის რითი მკურნალობენ?
ან როგორ დაადგინა, აქვს თუ არა, რენტგენი გადაუღო?
უცხო სიტყვა თქვა და დაამძიმა "დიაგნოზი".
უმარტივესი აპარატურით მკურნალობენ, პლუს ათასგვარი წვეთები, "სოფლის" თუ სამედიცინო.
რაიმე სერიოზული მიზეზი მაინც მოიგონოს, სინუსიტი, დაჩრდილვა, სურდო, რა მიზეზია?!
სინუსიტი და ჰაიმორიტი კი არა, ცემისგან ნეკნები ჰქონდათ გამოცვენილი და არ მკირნალობდნენ...
ბოდიში მაინც მოიხადონ?!
ფოტოზე რომელი დაავადებების სამკურნალო აპარატებია, ალბათ მიხვდება“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.