logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ხელისუფლება არასდროს ამდგარა მოლაპარაკების მაგიდიდან, თუმცა, ვნახეთ საპირისპირო მხარეს მსხდომი ადამიანების არაერთი დემარში
- +

9 ნოემბერი. 2021. 10:12

 

 

„ხელისუფლება არასდროს ამდგარა მოლაპარაკების მაგიდიდან, თუმცა, ვნახეთ საპირისპირო მხარეს მსხდომი ადამიანების არაერთი დემარში და არაკონსტრუქციული დამოკიდებულება“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე პარტია „ლელოს“ ულტიმატუმის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, მმართველი გუნდი სამომავლოდაც მზადაა მოლაპარაკებისთვის, თუმცა - კონსტრუქციული თანამშრომლობის პირობებში.

 

„ჩვენ არასდროს არ ვაპირებთ, რომ ავდგეთ მოლაპარაკების მაგიდიდან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს ულტიმატუმებიდან, თუნდაც ასე, არითმეტიკულად, რამდენიმეს დაკმაყოფილება გახდეს დისკუსიის საგანი. ეს არ ნიშნავს მოლაპარაკებას“, - აღნიშნავს მიხეილ სარჯველაძე.

 

მოლაპარაკება მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, - ასეთია ულტიმატუმი „ლელოსგან“. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ, კონსტრუქციულ შემთხვევაში, დიალოგი მისაღებია ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე და საპარლამენტო სივრცეში. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს მედიაციას სთავაზობს დეპუტატი დავით ზილფიმიანი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner