საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, პარტია „ლელოსთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დიალოგი ვერ ხერხდება არა იმიტომ, რომ მმართველი გუნდი კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის არაა მხად, არამედ იმის გამო, რომ აღნიშნული პარტიები შეთანხმების პირობებს პატივს არ სცემენ.
„პარლამენტში არსებული ოპოზიციის ნაწილთან, ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობის ფორმატში ვართ, რასაც ვერ ვიტყვით, თუნდაც, პარტია „ლელოსა“ და მის წარმომადგენლებზე, რადგან, უახლოეს წარწულში მიღწეული შეთანხმების ერთადერთი აქტი - შარლ მიშელის დოკუმენტი, მათ შორის, მათი მხრიდანაც არაერთხელ დაირღვა. უკვე აღარ ვსაუბრობ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ამ დიალოგისა და შეთანხმების სრულ იგნორირებაზე“, - აცხადებს ნინო წილოსანი.
მოლაპარაკება მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, - ასეთია ულტიმატუმი „ლელოსგან“. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ, კონსტრუქციულ შემთხვევაში, დიალოგი მისაღებია ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე და საპარლამენტო სივრცეში. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს მედიაციას სთავაზობს დეპუტატი დავით ზილფიმიანი.