logo_geo
eng_logo
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 75 პაციენტი გარდაიცვალა
- +

9 ნოემბერი. 2021. 11:09

 

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 75 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 584-ს შეადგენს.

 

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 6 021 პირს დაუდასტურდა, 3 792 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

გუშინ, 8 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 191 შემთხვევა გამოვლინდა, 4 348 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 74 კი გარდაიცვალა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner