logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსის 6 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 792 პაციენტი
- +

9 ნოემბერი. 2021. 11:09

 

 

საქართველოში კორონავირუსის 6 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 792 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 75 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 52 033 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 38 545, „პისიარ“ ტესტით – 13 488.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,57%, ბოლო 14 დღის – 9,78%, ბოლო შვიდი დღის – 10,46%.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 761 067 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 696 921 გამოჯანმრთელდა, 10 584 კი, გარდაიცვალა.

 

სულ ჩატარდა 2 010 783 აცრა, დღიურად აცრილია 5 254.

 

კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 808 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 300 პირი.

 

ამასთან, 8 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 348 პაციენტი, გარდაიცვალა 74.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner