„მიხეილ სააკაშვილი არის 9 500 პატიმრიდან ერთ-ერთი და სასჯელს ბოლომდე მოიხდის - ამ წამიდან ეს თემა დავხურე“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები ხელოვნურად ცდილობენ შექმნან რაღაც დღის წესრიგი, რომელიც აგებულია სააკაშვილსა და მის პატიმრობაზე, არ არის ეს საინტერესო. სააკაშვილი არის 9 500 პატიმრიდან ერთ-ერთი და სასჯელს ბოლომდე მოიხდის. სააკაშვილის თემა დავხურეთ არა მარტო ამ ბრიფინგზე, არამედ ზოგადად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.