საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„ძალიან შეცდნენ!
ორშაბათს კი არა, პარასკევს უნდა გადაეყვანათ გლდანში!
და მანქანიდან პირდაპირ პალატაში კი არ შეეყვანათ, ეზოში უნდა გაეშვათ კორპუსებს შორის!
სულ სირბილის მივიდოდა პალატამდე!
ეს იქნებოდა ერთგვარი სიმბოლური კარანტინის გავლა სამედიცინო ბლოკში შესახლებამდე!
ამ მანიაკის სისხლიანი რეჟიმი ყველას „წითელ პარასკევს" უწყობდა და ახლა მაღალფარდოვანი ფრაზებით საუბრობენ "ზეჰუმანისტები", რომლებიც მაშინ არც კი იმჩნევდნენ პატიმრების და მათი ოჯახის წევრების ურვას და გოდებას!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.