„ჯერაც არ მოგიკლავთ, გიწამებიათ, გირეკეტებიათ, გაგიუპატიურებიათ, რომ შეიცხადეთ კობახიძის განცხადება ხოშტარიასთან დაკავშირებით“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციის გამოხმაურებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის თანახმად, ერთ-ერთ თათბირზე განხილული იყო ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი.
„ჯერაც არ მოგიკლავთ, გიწამებიათ, გირეკეტებიათ, გაგიუპატიურებიათ, რომ შეიცხადეთ კობახიძის განცხადება ხოშტარიასთან დაკავშირებით....თუ კი ფეიკებით, მოდელირებით, ტყუილით და ცრუ მოლოდინებით საწადელს ვერ მიაღწევთ, ელენე ხოშტარიას კი არა, ნახევარ ოპოზიციას გაწყვიტავთ სასურველი დესტაბილიზაციის სურვილით. კარგად გაგიცნოთ ქართულმა საზოგადოებამ რა ჯიშისაც ხართ”, - წერს ქადაგიძე.