„ელენე ხოშტარია მათი პოტენციური მსხვერპლია, თან ისე რომ ეს თავადაც არ იცის. რა აქამდე არ უწამებიათ? რა აქამდე არ მოუკლავთ? რა აქამდე არ უძებნიათ გვამი პოლიტიკური ნიშნით გარდაცვლილის?“, - ასე გამოეხმაურა საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციის რეაქციას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, იმის შესახებ, რომ რადიკალების ერთ-ერთ თათბირზე განიხილებოდა ელენე ხოშტარიას მოწამვლის საკითხი.
„ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პარტია და პარტიაში მისი ყოველი წევრი მიშიზმითაა შეპყრობილი. მიშიზმი არის სენი მკვეთრად გამოხატული რადიკალიზმითა და დესტრუქციით. ხელისუფლებაში ყოფნის 9 წელი სისხლში იდგა - გაუპატიურებული კაცებით, ქუჩაში ჩაცხრილული ბიჭებით, ბიზნესრეკეტით, ქონების ჩამორთმევით. ოპოზიციაში ყოფნის 8 წელი ქვეყნის გადატრიალების მუდმივი მცდელობით, საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის სასიკეთო არცერთი ინიციატივით, ქუჩა - ქუჩა სირბილით, ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებით და მუდმივად მსხვერპლის ძიებით გრძელდება. ელენე ხოშტარია მათი პოტენციური მსხვერპლია, თან ისე რომ ეს თავადაც არ იცის. რა აქამდე არ უწამებიათ? რა აქამდე არ მოუკლავთ? რა აქამდე არ უძებნიათ გვამი პოლიტიკური ნიშნით გარდაცვლილის? „ნაციონალური მოძრაობა“ მიშიზმით შეპყრობილი ძალაა, რომელიც ახალ მსხვერპლს ეძებს, თან უკვე საკუთარ გუნდში, პარტიის რიგებში. გულწრფელად ვთხოვ ელენე ხოშტარიას შეწყვიტოს შიმშილობა. შიმშილობის საფუძველი არ არსებობს და არ მინდა ის და მისი სიცოცხლე მიშას დავალებით გამოიყენონ და უბრალოდ „გააქრონ“. „ნაციონალური მოძრაობა“ მათი პოლიტიკისთვის ყველაფერზე წამსვლელი ძალაა და ოთხი შვილის დედის გაწირვა მათი ბინძური პოლიტიკისთვის ალბათ „მაკურნებელია“, - წერს მეგრელიშვილი.