logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: დესტაბილიზაციისთვის, რევოლუციისთვის, სააკაშვილისთვის, ერთ ელენე ხოშტარიას კი, არა მრავალსაც გაისტუმრებენ
- +

9 ნოემბერი. 2021. 18:02

 

 

„ძალიანაც ნუ გაიკვირვებთ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ვიღაც ვიღაცები ელენე ხოშტარიას მოწამვლას აპირებენ, გაიხსენეთ რამდენი ადამიანი ჰყავთ განწირული ნაციონალებს მმართველობის დროს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციის გამოხმაურებებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ ერთ-ერთ თათბირზე განხილული იყო ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი.

 

მისი თქმით, თუ საჭიროდ ჩათვლიან, დესტაბილიზაციისთვის, რევოლუციისთვის, სააკაშვილისთვის ერთ ელენე ხოშტარიას კი არა მრავალსაც გაისტუმრებენ.

 

„ძალიანაც ნუ გაიკვირვებთ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ვიღაც ვიღაცები ელენე ხოშტარიას მოწამვლას აპირებენ, უბრალოდ გაიხსენეთ რამდენი ადამიანი ჰყავთ განწირული ნაციონალებს მმართველობის დროს, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე 2008 წლის ომის დროს, სასიკვდილოდ მიტოვებული სამხედროები და დახოცილი ბიჭების ცხედრები. ასე, რომ თუ საჭიროდ ჩათვლიან, დესტაბილიზაციისთვის, რევოლუციისთვის, სააკაშვილისთვის ერთ ელენე ხოშტარიას კი არა მრავალსაც გაისტუმრებენ. სიფრთხილე მართებს საზოგადოებასაც და ხელისუფლებასაც“, - წერს ნიკოლეიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner