logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ირაკლი კობახიძემ რა თქვა ასეთი, რომ კვლავ „სიძულვილის“ ენაში გაუტარეს? თითქოს აქამდე არ წამლავდით, ზღვაში არ ახრჩობდით, არ აუპატიურებდით
- +

9 ნოემბერი. 2021. 18:04

 

 

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის თანახმად „ნაციონალურ მოძრაობაში“ ელენე ხოშტარიას მოწამვლას განიხილავდნენ, ოპოზიციის კომენტარებს ეხმიანება.

 

„ორი ახალგაზრდა ლიდერი, ორი ირაკლი უმკლავდება ამ შავბნელ შიზოფრენიულ მასას, რომლებიც ლუციფერის საყვარელი იარაღით - განზრახ გაუკუღმართებული რეალობით და ტოტალური სიცრუით გვებრძვიან. მაგრამ იქ სადაც სიმართლეა, იქ სადაც „ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის“, - ბრძანებს უფალი. და ამას უკვე თვით ლეგიონიც ვერ მოერევა სრული შემადგენლობით. აქამდე არნახული მასშტაბურობის სიცრუის მანქანა აამუშავეს, საკუთარი მედიით დაწყებული, საკუთარი ზეგავლენის ქვეშ მყოფი საერთაშორისო გამოცემებით დასრულებული (https://ru.euronews.com).

 

გასაოცარ ფეიკებს ავრცელებენ ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდებათ. ორი დღის წინ მიშას არაადეკვატურობის თემის წამომწევი გვარამია, გუშინ ცრემლმდინარე თვალებით ბელადის თმებით თრევის ისტორიას გვიყვებოდა და მის რეგულარულ (?) საავადმყოფოში სასწრაფოდ გადაყვანას ითხოვდა, „არარეგულარული“ კლინიკებისადმი გასაგები უნდობლობის გამო. კაცმაო 18 კილო დაიკლო და ძლივს გადაადგილდებაო. რამე შეატყვეთ? ბადრაგიც უცემია და აპარატურაც დაულეწია. ადამიანი ჩვენს სახელებსაც ვერ იხსენებსო, გარდა ომბუდსმენ ლუდმილასი? ან ირაკლი კობახიძემ რა თქვა ასეთი, რომ კვლავ „სიძულვილს“ ენაში გაუტარეს? იქნება თქვენიანივე არ მოწამლოთ - თითქოს აქამდე არ წამლავდით, ზღვაში არ ახრჩობდით, არ აუპატიურებდით. ამათ მოვუვლით - ციხეშიც და ციხის გარეთაც. ჩვენი ზოგიერთი საერთაშორისო პარტნიორი, რომელიც ან უნებლიეთ მოტყუებულია, ან ნებსით იტყუებს თავს - იქნება საგარეო უწყების დონეზე, ლუციფერის ჩრდილიდან სიმართლის შუქზე გამოვიყვანოთ? ვეცადოთ მაინც“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner