logo_geo
eng_logo
სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დასწრების საკითხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი
- +

10 ნოემბერი. 2021. 10:30

 

 

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების საკითხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. ტელეიმედის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების საქმე - მოსამართლე ექსპრეზიდენტის და კიდევ 5 ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალზე სწორედ დღეს იმსჯელებს.

 

უკვე ცნობილია თავად სააკაშვილის პოზიციაც - ის სასამართლო პროცესზე დასწრებას ითხოვს. ეს ინფორმაცია გლდანის ციხიდან გუშინ საღამოს მისივე ადვოკატებმა ნიკა გვარამიამ და დიმიტრი საძაგლიშვილმა გამოიტანეს, რომელთაც მათი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმარი ინახულეს.

 

მათი თქმით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და თავს ის სუსტად გრძნობს, თუმცა აქვს დასძენენ, რომ ის შეძლებს ძალების მოკრებას და პროცესზე დასწრებას. უკვე ცნობილია, რომ პროცესი 13:00 საათზე დაიწყება. ცნობილია, რომ სასამართლოს ეზოში შეკრებას აპირებენ ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები.

 

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­სა და და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე 2014 წლის 1 აგვიტოს, აღკვეთის ღონისძიების სახით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner