logo_geo
eng_logo
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 პაციენტი გარდაიცვალა
- +

10 ნოემბერი. 2021. 11:05

 

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 662-ს შეადგენს.

 

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 751 პირს დაუდასტურდა, 3 647 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

გუშინ, 9 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 6 021 შემთხვევა გამოვლინდა, 3 792  პაციენტი გამოჯანმრთელდა, 75 კი გარდაიცვალა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner