logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილის თანაშემწეს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში უმასპინძლა
- +

10 ნოემბერი. 2021. 11:25

 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ერიკა ოლსონი აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს (INL) დირექტორთან - სარა რუპერტთან ერთად ეწვია.

 

სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა უმასპინძლა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა ერიკა ოლსონს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკა გააცნო, რის შემდეგაც დეპარტამენტის თანამედროვე შენობაში განთავსებული სხვადასხვა ლაბორატორიები: ბიოლოგიური ექსპერტიზის, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ასევე, ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზების ლაბორატორიები და ტირი დაათვალიერებინა.

 

გიორგი ბუთხუზმა ერიკა ოლსონს მადლობა გადაუხადა ამერიკული მხარის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner