logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს სასამართლოში შიდა დაპირისპირება და კონფლიქტები გამოიწვიოს, რათა სისტემის დისკრედიტაცია მოხდეს
- +

10 ნოემბერი. 2021. 13:39

 

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცალკეული მოსამართლეების პროტესტით სასამართლო ხელისუფლების სისტემაში არეულობის შეტანას ცდილობს.

 

მისი თქმით, აღნიშნული პროცესის მიზანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა და სასამართლოს დისკრედიტაციაა.

 

„საინტერესოა, რომ ქეთევან მესხიშვილის მული (და შესაბამისად მისი მეუღლის დავით მესხიშვილის და) მანანა მესხიშვილი ასევე მოსამართლეა თბილისის საქალაქო სასამართლოში. გარდა ამისა მოსამართლეა აგრეთვე მათი ნათესავი ხათუნა ჯინორია. ცხადია ეს 2 მოსამართლეც ამ პროტესტს შეუერთდა. ანუ რძალ-მულის და მათი ნათესავის კოორდინირებული პროტესტით სასამართლოში ცდილობენ არეულობის შეტანას. თუმცა ნათესავები და ოჯახის წევრები მხოლოდ ესენი არ არიან. დანარჩენზე მოგვიანებით.

 

რეალურად აქამდე თუ პარლამენტზე და მთავრობაზე მიდიოდა ზეწოლა, ახლა უკვე ცდილობენ სასამართლოც ჩაითრიონ ამ პოლიტიკურ ქაოსში. ერთ-ერთი მიზანია, სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად(რომელიც 10 ნოემბერსაა ჩანიშნული და შემდგომ პერიოდშიც ინტენსიურად ჩაინიშნება) სასამართლოში შეიტანონ არეულობა, დაიწყოს შიდა დაპირისპირებები და კონფლიქტები, რათა მაქსიმალური წნეხის ქვეშ მოექცეს სააკაშვილის სასამართლო პროცესები და დისკრედიტაციის უმაღლეს ხარისხში ავიდეს სასამართლოს საქმიანობის კრიტიკა უკვე „შიგნით“ სისტემიდანაც.

 

პროტესტის ფორმალურ მიზეზად მოიყვანეს სასამართლოს საორგანიზაციო კომიტეტის განცხადება, რომლითაც უცხო ქვეყნების ელჩებს ნამდვილად გამაოგნებელ და უპრეცედენტო განცხადებას, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც თურმე „ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას“ და ა.შ., უწოდეს არამართებული და შეუფერებელი. სწორედ ეს იქნა გამოყენებულ ფორმალურ მიზეზად და ამბოხებულების მხრიდან ეს შეფასდა როგორც თავდასხმა საერთაშორისო დონორების მიმართ, რომლებიც ამდენ რამეს აკეთებენ სასამართლო სისტემისთვის თურმე საქართველოში და თურმე ეს დიპლომატიური კორპუსი იმდენად „უსუსურია“, რომ მოსამართლეების დაცვას საჭიროებენ, რაც ცხადია უკვე კომიკურ სახეს იძენს“, - წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში.

 

როგორც ის აღნიშნავს, დიპლომატები გავრცელებული განცხადებით თავს დაესხნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს მოსამართლეებს, რაც ყოველგვარი დიპლომატიურ სტანდარტების დარღვევაა.

 

„ამ დახმარებას ცხადია არც არავინ არ უარყოფს, თუმცა დახმარების გაწევის პარალელურად (რომელსაც სახელმწიფოების ასწევენ და არა კონკრეტული დიპლომატები), სასამართლო სისტემისადმი ასეთი უხეში თავდასხმა და ყოველგვარი დიპლომატიური სტანდარტის დარღვევა ნებისმიერი ქვეყნის თავმოყვარე მოსამართლეებისთვის მიუღებელი უნდა იყოს და დამოუკიდებლობის პრინციპი ყველა სუბიექტთან მიმართებით უნდა დაიცვას ღირსების მქონე სასამართლო კორპუსმა და შესაბამისად რეზისტენტულები უნდა იყვნენ ყველა სუბიექტთან მიმართებით (იმიტომ, რომ დამოუკიდებლობა დაცვადი არ შეიძლება შერჩევით იყოს, იმისდა მიხედვით, თუ ვინ ხელყოფს მას). კიდევ ერთხელ დასაფასებელია დონორების წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერა და ამას არც არავინ უარყოფს, თუმცა ეს არავის (კონკრეტულ დიპლომატზეა საუბარი და არა ქვეყანაზე) აძლევს უფლებას მოსამართლეები ამგვარად შეურაცხმყოფლად მოიხსენიოს, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა.

 

ან ხარ დამოუკიდებელი ან არ ხარ. აქ შუალედი არ არსებობს და არცერთ სუბიექტს არ უნდა მისცე უფლება ხელყოს შენი ან სხვა შენი კოლეგა მოსამართლეების ღირსება და დამოუკიდებლობა, ვინც არ უნდა იყოს ის. ეს ურაპატრიოტიზმი კი ნამდვილად უადგილოა და აშკარად ჩანს, რომ აქაც ხელოვნურ მანიპულაციებს აქვს ადგილი.

 

ცოტა უტრირება რომ გავაკეთოთ, მაგ ლოგიკით არათუ ერთი რომელიმე დიპლომატის, არამედ თვით აშშ-ს პრეზიდენტის არაერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება გაუუქმებია აშშ-ს სასამართლოებს თუნდაც უახლოეს წლებში, თუმცა არავის მოუვა აზრად, რომ ეს მოსამართლეები გამოეცხადებინათ თავიანთი ქვეყნის მტრებად.

 

თუმცა, ცხადია ეს ყველაფერი ფორმალურია და კონტექსტიდან ამოგლეჯილად და ხელოვნურად ცდილობენ ეს ფაქტორი გამოიყენონ აჯანყების მოსაწყობად. მთავარია, რომ არეულობის პროცესები სასამართლოში ხელოვნურად უნდა დაწყებულიყო არჩევნების დასრულებისთანავე, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდებოდა იგი (რომლის შედეგებითაც ცხადია იმედგაცრუებული დარჩა ნაც. მოძრაობა) და სწორედ ეს ამოცანა სრულდება ახლა“, - აღნიშნავს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner