ექსპერტი ზურაბ ქადაგიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით სასამართლო სისტემაში დაწყებული პროტესტის ერთ-ერთი აქტიური კოორდინატორი არასამთავრობო ორგანიზაცია GDI-ის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძეა, რომელიც ქეთევან მესხიშვილის მესიჯებს ახმოვანებს.
ეს უკანასკნელი კი, მოსამართლეებს ვინც პროტესტში მონაწილეობას მიიღებს, ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში სამსახურის შენარჩუნებას ჰპირდება.
„საინტერესოა, რომ ამ მოცემულობაში ვითარების ერთ-ერთი კოორდინატორის როლი უკავია ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს გიორგი მშვენიერაძეს და მის მეუღლეს გვანცა წულუკიძეს, რომელიც ამავე ორგანიზაციაში მუშაობს. მშვენიერაძე და ქეთევან მესხიშვილი სრულ კოორდინაციაში არიან და პოლიტიკურ მესიჯებს სწორედ მშვინიერაძე უხმოვანებს ფეისბუკის მეშვეობით.
მაგალითად, მესხიშვილის ე.წ. საპროტესტო ფეისბუკპოსტის პარალელურად მშვენიერაძემ 4 ნოემბერს ასევე ფეისბუკზე მოსამართლეების ძირითად მასას უწოდა „მონა თავგასული ვირთხები“, ხოლო შემდეგ მალევე გააჟღერა მთავარი გზავნილი(ისევ 4 ნოემბერს), რომ მისი აზრით არცერთი მოსამართლე არაა დასატოვებელი თანამდებობაზე.
ყველა გასაშვებია სახლში, თუმცა სწორედ აქ იწყება მთავარი: მან პირდაპირ მიანიშნა რომ შემდგომში 15-20 მოსამართლე დასაბრუნებელი იქნება სისტემაში და ის ფაქტი, რომ თავიდან ყველა გასაშვებია სახლში, ამას უდასტურებს მას რამდენიმე მოსამართლე, ვისთანაც მას ურთიერთობა აქვს. (ეს ღიად თქვა, თუმცა ახლო წრეში მშვენიერაძე-წულუკიძის დუეტი სიამაყით აცხადებს და არც მალავს, რომ მოსამართლეების რაღაც ჯგუფი გადაბირებული ჰყავთ და კოორდინაციას უწევენ).
ცხადია ეს წრე ცნობილია და ამაზე მოგვიანებით, თუმცა მათ შორის პირველ რიგში იგულისხმება ქეთევან მესხიშვილი, რომელმაც დაახლოებით ზუსტად განუსაზღვრა სწორედ იმ მოსამართლეების რაოდენობა(სწორედ 20 მოსამართლეა ამ ეტაპზე, ვინც შეუერთდა ამ პოლიტიკურ ავანტიურას). ვისთანაც წინასწარ უკვე ჰქონდა პროტესტის სამოქმედო გეგმა შეთანხმებული.
ახლა კი მთავარი: მესხიშვილი მათ ჰპირდება, რომ ნუ ჩამორჩებიან მოვლენებს, რაც გარეთ ვითარდება და ის იქნება გარანტორი, რომ ვინც ახლა ხმას ამოიღებს, სწორედ ხელისუფლების ცვლილებისთანავე (რაც მალევე გარდაუვალია) გადაწყვეტილად დაუფასდებათ და შეუნარჩუნდებათ მოსამართლის თანამდებობები, ცხადია დაწინაურების პერსპექტივებით. სწორედ ეს პერსპექტივა დაუდასტურა მშვენიერაძემ(მას ცხადია პიროვნული ურთიერთობა ყველა ამ მოსამართლესთან არა აქვს) ფეისბუკპოსტით საჯაროდ და აშკარად თქვა, რომ დანარჩენ მოსამართლეებს ცხადია გაყრიან. მთავარია ახლა ამბოხებაში ჩაერთონ და გაემიჯნონ არსებულ მოსამართლეთა კორპუსს“, - აღნიშნავს ზურაბ ქადაგიძე.
ზურაბ ქადაგიძის ინფორმაციით, ქეთევან მესხიშვილს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ უკვე სახელებითა და გვარებით აქვს შეთანხმებული იმ მოსამართლეთა სია, რომლებიც ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში სისტემაში დარჩებიან.
მისივე თქმით, სასამართლოში აჯანყების ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხი გიორგი მშვენიერაძის მეუღლეს აქვს ჩაბარებული, რომელიც მოსამართლეთა საპროტესტო თითოეულ სიტყვას ოპერატიულად ავრცელებს სოციალური ქსელით.
„პარადოქსია, თუმცა ეს სია ცხადია პერსონალური გვარების დონეზე არის გავლილი და შეთანხმებული რომ დაახლოებით ამ 20 მოსამართლის გარდა(რომლებიც ე.წ. ჯავშანს მიიღებენ), ყველა გასაყრელია სისტემიდან. ის ფაქტი, რომ ოპოზიცია მოქმედი მოსამართლეების რეპრესიებს აანოსნებს, თითქმის ყოველდღე ისმის ტელევიზიებიდან მათი სხვადასხვა ლიდერების მხრიდან და ანგარიშწორებით რომ ემუქრებიან სასამართლოს, ესეც ცხადია ყველამ იცის. შესაბამისად სწორედ ეს ქეთევან მესხიშვილია, რომელიც მშვენიერაძეს და ნაც. მოძრაობას უდასტურებს პირად საუბრებში, რომ მოსამართლეების 99% გასაყრელია .
მათი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, რეპრესიები უნდა ჩაატარონ სასამართლოში და ჩვეული სტილით ძალადობით, დაშინებით (რაც გააკეთეს უკვე 2004-2005 წლებში) სრული კორპუსი გააგდონ სისტემიდან და დაიტოვონ მხოლოდ ის 20-იოდე მოსამართლე ვინც მას ახლა მხარში დაუდგება.
მეორეს მხრივ, მშვენიერაძის მეუღლე გვანცა წულუკიძე (რომელიც მშვენიერაძისავე არასამთავრობოში მუშაობს) აჯანყების ტექნიკურ უზრუნველყოფაშია ჩართული. მყისიერად რომელიმე მოსამართლის მიერ საპროტესტო პოსტის დადებისთანავე, მას მიეწოდება და იგი ამ პოსტებს ასახავს და აქვეყნებს თავისსავე ფეისბუკგვერდზე რამდენიმე წუთში.!!!. მაგალითად ღამის 2-3 საათზე დადებული პოსტებიც კი მომენტალურად გამოაქვეყნა ანუ მას აბარია „უწყინარი პროტესტის“ ოპერატიული გაშუქება და აქაც ცხადია მესხიშვილებთან კოორდინაციაში ხდება ეს ყოველივე“, - აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.