logo_geo
eng_logo
თემურ კუპატაძე: შენ ხარ კეკლუცი მოცეკვავე კამერებთან, ინტრიგანი, პროვოკატორი, უზრდელი, რომ დაიბადე იმის მერე
- +

10 ნოემბერი. 2021. 15:10

 

იუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თემურ კუპატაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

 

დაპირისპირება ხაბეიშვილის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც საზოგადოებას მიმართა ეკითხათ კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილისთვის, თუ როგორ შეძლო მილიონებად შეფასებული ქონების შეძენა.

 

საპასუხოდ თემურ კუპატაძემ ხაბეიშვილს „კამერებთან კეკლუცი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ყველაფერი დეკლარაციაშია მითითებული.

 

„ეს არის კამერებთან კეკლუცი ადამიანი, შენ კეკლუცობ კამერებთან. შენ ხარ კეკლუცი მოცეკვავე კამერებთან, მეტი არაფერი. შენ ჩინოვნიკი რომ გახდები, ვერასდროს ვერაფერს ვერ გააკეთებ. შენ ხარ ინტრიგანი, პროვოკატორი ადამიანი. შენ ხარ უზრდელი, რომ დაიბადე იმის მერე,“- ასე მიმართა თემურ კუპატაძემ ლევან ხაბეიშვილს.

 

შეგახსენებთ, რომ ამჟამად იუსტიციის სამინისტროსთან აქცია დასრულებულია და ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. რაც შეეხებას სხვა ლოკაციებს, იუსტიციის სამინისტროსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ჯანდაცვის სამინისტროსთა შეკრებილი ოპოზიციური ლიდერების განცხადებით, სამართალდამცველებმა სხვადასხვა მდებარეობაზე 40-ამდე სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner