logo_geo
eng_logo
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს
- +

10 ნოემბერი. 2021. 15:34

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მხარდამჭერების აქციის ფონზე მიმდინარეობს.

 

საქალაქო სასამართლოს გარე პერიმეტრზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ექსპრეზიდენტი სასამართლო პროცესს დაესწროს.

 

რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ, რომელსაც ბრალდებულის სტატუსი აქვს, პირველად ითხოვა სასამართლო პროცესზე დასწრება და საქალაქო სასამართლოს შენობაში ადვოკატთან ერთად შევიდა. მან Facebook-ზე სასამართლო სხდომა ონლაინ ჩართო. უგულავას მცირედი შელაპარაკება ჰქონდა მოსამართლე ნინო ელიაშვილთან, რადგან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე პროცესზე მედიის დასწრება ითხოვა.

 

მანამდე საქალაქო სასამართლოში განმარტეს, რომ კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, სხდომას დაესწრებოდნენ მსოლოდ საელჩოების წარმომადგენლები, დამკვირვებლები და მხარეები. სასამართლო პროცესს ესწრებიან პროკურორი ჯარჯი წიკლაური და მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები. ამ დროისთვის პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ონლაინ ჩართვა არ განხორციელებულა.

 

„ტელეიმედის“, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების საქმე - მოსამართლე ექსპრეზიდენტის და კიდევ 5 ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალზე სწორედ დღეს იმსჯელებს.

 

მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე 2014 წლის 1 აგვიტოს, აღკვეთის ღონისძიების სახით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner